Accessibility links

ზვიად კუპრავა შსს-სგან ითხოვს ინფორმაციას ზაზა სარალიძის მიმართ არსებულ საფრთხეებზე


საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ შსს-ს მიმართა და სთხოვა იმ ინფორმაციის გაცნობა, რაც ზაზა სარალიძის მიმართ პროვოკაციის საფრთხეს შეეხება. ზვიად კუპრავას თანახმად, შსს-სთან კომუნიკაციისთვის შეიქმნება სამკაციანი ნდობის ჯგუფი ზაზა სარალიძის უახლოესი გარემოცვიდან და ისინი შსს-სგან მოისმენენ დეტალებს ინფორმაციისა, რომელსაც ეყრდნობოდა სამინისტრო, როცა ზაზა სარალიძის მიმართ პროვოკაციის საფრთხეზე ავრცელებდა განცხადებას. ზვიად კუპრავა ითხოვს ინფორმაციას იმისთვის, რომ რეალურად შეაფასონ ზაზა სარალიძის მიმართ არსებული საფრთხეები.

1 ივნისს შსს-მ განაცხადა, რომ აქვს ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად: „ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები“. ძალოვანი უწყების განცხადებაში ნათქვამი იყო „სიცოცხლის ხელყოფის რეალურ საფრთხე“-ზეც და უწყება ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას სთავაზობდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG