Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რესპუბლიკური პარტია: ეს ის სცენარია, ყველაზე მეტად რომ აწყობს ქართულ ოცნებას


რესპუბლიკური პარტია ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებთან დაკავშირებით განხადებას ავრცელებს. პარტიაში თვლიან, რომ - "ეს ის სცენარია, ყველაზე მეტად რომ აწყობს ქართულ ოცნებას, და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ნაციონალური მოძრაობისგან, მიშა სააკაშვილისგან მტრის ხატის შექმნით აქამდე არაერთხელ გასულა ფონს."

"რესპუბლიკურ პარტიას კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ხელოვნურად გადაყვანა ფსევდორევოლუციურ სცენარში. რესპუბლიკელები პირველი დღიდან მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ მოზარდების მკვლელობის საქმის საფუძვლიან გამოძიებას და დამნაშავეებისა და მათი მფარველების დაუყონებლივ დასჯას. ჩვენ ყოველთვის ვიდგებით იმ ადამიანის გვერდით, რომელსაც ჩაგრავს სახელმწიფო," - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG