Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალეკო ელისაშვილი პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის სანახავად მივიდა


რუსთაველის მოედანზე, პარლამენტის წინ გაშლილ კარვებთან ალეკო ელისაშვილი ზაზა სარალიძის სანახავად მივიდა, თუმცა სარალიძე იქ არ დახვდა.

"მე აქ მოვედი ზაზა სარალიძის სანახავად. კარავში არ არის, ტელეფონი გამორთული აქვს, მინდოდა მასთან პირისპირ დალაპარაკება და ახსნა, რომ რაც წუხელ ხდებოდა, დაუშვებელია. ყველა ვხედავთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მძევლად აიყვანა ეს კაცი. მის პირად ტრაგედიას და ტკივილს იყენენ რევოლუციის მოსაწყობად. როგორც ჩანს კუპრავები და სხვები იღებენ ჰოლანდიიდან მითითებებს და ურევენ ამ კაცს ტვინს.

დღეს რეალურად ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას ეხმარება, რომ გამოძვრეს სიტუაციიდან.

მე ქართულ ოცნებას მივმართე და კიდევ მივმართავ, დღის ბოლომდე დაასახელონ ან შავგულიძე, ან ანა დოლიძე მთავარ პროკურორად. სისტემის დანგრევა თუ გვინდა, ამ საქმეების გამოძიება თუ გვინდა, მთავარი პროკურორი უნდა იყოს მიუკერძოებელი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ადამიანი. ოცნება კი გამოძვრება, დღეს ეს აქცია თუ ჩაფლავდება, მაგრამ ეს და სხვა საქმეები გამოსაძიებელია და ამ სიტუაციას ვერ დაუსხლტება. - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG