Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე: დადექით ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად


თბილისში ვაკის პარკში მიმდინარეობს ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია, რომლის სლოგანიც არის "აღსდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე.” ამ აქციის მონაწილეები ემიჯნებოდნენ რუსთაველზე, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას, სადაც მათი თქმით შეკრებილებს დაავიწყდათ, რატომ არიან შეკრებილები და პოლიტიკურმა განცხადებებმა გადაფარა მთავარი მოთხოვნა - სამართლიანი გამოძიება.

აქციაზე იმყოფებოდა ზაზა სარალიძე, რომელმაც შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისი ადგილი მხოლოდ მისი შვილის მეგობრების გვერდით არის.

"ისევ და ისევ მოვუწოდებ მთელ საქართველოს, დადექით ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად. მოვუწოდებ საქართველოს და არა კონკრეტულად, ყველა პოლიტიკოსს, ყველა ქართველს, ყველა ელიტის წარმომადგენელს, ყველა ბავშვს, ყველა სტუდენტს, თუნდაც ეს მმართველი გუნდიდან იყოს, თუნდაც პროკურატურიდან იყოს, ჩემთვის მნიშნვნელობა არ აქვს - ვინც ჩემი შვილის მკვლელების გამოსააშკარავებლად იბრძოლებს, მათ გვერდით ვიქნები ყოველთვის. მე ამ ხალხის გვერდით ვარ, იმიტომ რომ ვიბრძვი სამართლიანობის აღსადგენად და ვინ რა მიზნით გამოიყენებს ამას, დრო გვიჩვენებს. ჩემი შვილის მეგობრები სადაც იქნებიან, იქ ვიქნები მე ყოველთვის.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკოსი იქნება თუ ჩემნაირი გლეხი, ვინც სიმართლის სადარაჯოზე იქნება, იმათ გვერდით ვიქნები" - თქვე ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG