Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ


თბილისის მეტროს პროფკავშირ "ერთობა 2013"-ის ორგანიზებით მეტროს მემანქანეებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს. ისინი ამბობენ, რომ არასამუშაო საათებში გაიფიცებიან და იშიმშილებენ მანამ, სანამ თბილისის სატრანსპორტო კომპანია მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს და ხელფასებს არ გაუზრდის.

"ჩვენს წინააღმდეგ მიღებული უკანონო, უსამართლო და არაკონსტიტუციური გადაწყვეტიელებების მიუხედავად, მოგახსენებთ, რომ „ერთობა 2013“ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას რომელიც მემანქანეებს მიუთითებს არასამუშაო დროს გაფიცვაზე, ხოლო სხვა პოზიციებზე დასაქმებულ ჩვენს წევრებს აძლევს გაფიცვის გამოყენების უფლებას. ეს ნიშნავს, იმას, რომ მემანქანეები საკუთარი დასვენების დროის ხარჯზე გავიფიცებით და შემდეგი ცვლისთვის მომზადების ნაცვლად დასვენების დროს სრულად გამოვიყენებთ გაფიცვის უფლების რეალიზებისთვის. აქვე
გვინდა ვთქვათ, რომ დასვენება და სამუშაო ცვლისთვის მომზადება
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მემანქანეებისთვის. ამდენად, მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულება და დასვენების დროს გაფიცვა მემანქანეთა ფიზიკურ მდგომარეობაზე ავტომატურად მოახდენს გავლენას, რამდენადაც თითოეული მათგანი
ცვლამდე ვერ მოახერხებს დასვენებას და შესაბამის მდგომარეობაში სამუშაო ადგილებზე გამოცხადებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დასვენების დროს საგაფიცვო რეჟიმში ყოფნის გამო, გარკვეული პერიოდის შემდგომ ფიზიკურად ვეღარ შევძლებთ ქალაქისა და მოსახლეობის მომსახურებას ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქალაქ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. ჩვენის მხრივ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოვემსახურებით ქალაქის მოსახლეობას პასუხისმგებლობით, ვიდრე ჩვენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგვცემს ამის შესაძლებლობას."- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მემანქანეებმა გაფიცვამდე გაავრცელეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG