Accessibility links

მაკედონიაში ათასობით მოქალაქემ მოითხოვა ვადამდელი არჩევნები


ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის ათასობით მომხრემ გამართა შაბათს საპროტესტო აქცია,პარლამენტის შენობის წინ მაკედონიის დედაქალქ სკოპიეში. ანტისამთავრობო აქციების ორგანიზატორია ყოფილი მმართველი, კონსერვატიული „ვმპრო-დპმნე“, რომელიც უპირისპირდება მაკედონიის მემარცხენე-ცენტრისტულ მთავრობას, რომელსაც 2017 წლიდან სათავეში უდგას 43 წლის პრემიერ-მინისტრი, ზორან ზაევი. ოპოზიცია მთავრობას ადანაშაულებს არაკომპეტენტურობაში, ეკონომიკის გაჩანაგებასა და კორუფციაში. ოპონენტები ეროვნული ინტერსების შელახვად მიიჩნევენ ასევე მიმდინარე მოლაპარაკებებს ათენთან ქვეყნის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით. საბერძნეთსა და მაკედონიას 1991 წლიდან აქვთ ერთმანეთში დაპირისპირება, მაკედონიის რესპუბლიკის სახელწოდებასთან დაკავშირებით, რის გამოც ათენი აბრკოლებს მაკედონიის გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG