Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვენიაში ტარდება არჩევნები. გამარჯვებას ანტიიმიგრანტულ ძალებს უწინასწარმეტყველებენ


სლოვენიაში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ ანტიიმიგრანტულ ოპოზიციურ, სლოვენიის დემოკრატიულ პარტიას. თუმცა წინასწარი გამოკითხვის თანახმად, დემოკრატიული პარტია ვერ დააგროვებს იმდენ ხმებს, რათა დამოუკიდებლად დააკომპლექტოს მთავრობა. კოალიციის შექმნა კი მას გაუჭირდება მემარცხენე-ცენტრისტულ ძალებთან. უწინარესად ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მირო ცერარის თანამედროვე ცენტრისტულ პარტიასთან. სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარტში გადადგა ცენტრალური სარკინიგზო საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით უზენაესის სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG