Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს


სამართალდამცველთა წინააღმდეგობის მიუხედავად აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს. 3 ივნისს პარლამენტის შენობის წინ კვლავ განახლდა ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანის მკვლელობაში დამანაშავე ყველა პირის დასჯას და მთავრობის გადაგომას მოითხოვენ. სამართალდამცველთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად ჯერ ნაწილი, ხოლო მოგვიანებით რუსთაველის გამზირი სრულად გადაკეტეს. გავრცელებული ინფორმაციით, გზის გადაკეტვის მცდელობისას პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG