Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პოლიციამ დაჭრა კაცი, რომელმაც ბერლინის კათედრალში დებოში მოაწყო


გერმანიის პოლიციამ გახსნა ცეცხლი და ფეხში დაჭრა უცნობი პირი, რომელიც ბერლინის კათედრალში დებოშის მოწყობას ცდილობდა. ინცინდენტის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში პოლიციამ მოუწოდა მოქალაქეებს, რათა არ გაავრცელონ ჭორი მომხდარის გარშემო. გავრცელებული ცნობებით, ინცინდენტის დროს დაშავდა ასევე ერთი პოლიციელი. ჯერჯერობით უცნობია სროლის გამომწვევი მიზეზები. ტერორიზმთან კავშირის ვერსიას გამორიცხავს ადგილობრივი მედია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG