Accessibility links

რუსთავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები არ დასრულებულა


სტიქიის სალიკვიდაციო საუშაოები რუსთავში ამ დრომდე ინტენსიურად მიმდინარეობს. საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიდან და პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვის, ასევე შიდა კვარტალური გზების გაწმენდვის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკა მობილიზებულია ქალაქის სხვადასხვა უბანში.

გაწმენდის ღონისძიებებში ჩართულია ,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის“ სახანძრო-სამაშველო დანაყოფები და კომპანია ,,რუსთავის წყლის“ ბრიგადები.

2 ივნისს რუსთავში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და შიდა ეზოები, რიგ უბნებს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია და გაძნელებული იყო გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG