Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა გადადო დებატები „სომეხთა გენოციდის“ კანონის შესახებ


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადადო დებატები საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც გენოციდად ცნობს სომეხთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტვას ოსმალეთის იმპერიაში, პირველი მსოფლიო ომის დროს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს 3 ინისის განცხადების თანახმად, გადავადების მიზეზია თურქეთში მოახლოებული ვადამდელი არჩევნები, რათა ანკარისათვის მიუღებელი კანონის ის განხილვამ არ გაუწიოს უნებლიე დახმარება რეჯეპ ტაიპ ეროდანს. ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაბალ ნიშნულზე იმყოფება. თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართება. რეჯეპ ტაიპ ერდოანი არჩევნების გზით ახალი, უფრო მძლავრი მანდატის მოპოვებას ესწრაფვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG