Accessibility links

ნიკოლ პაშინიანს მოუწოდებენ ჩაერიოს მთიან ყარაბახში მომხდარ დაპირისპირებაში


სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა მოუწოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანს ჩაერიოს მთიან ყარაბახში განვითარებულ მოვლენებში, რათა „აღდგეს შინდა პოლიტიკური სტაბილურობა და აღდგეს სახელმწიფო სტრუქტურების შეუფერხებელი მუშაობა.“ 2 ივნისს, საპროტესტო აქციის ფარგლებში, რამდენიმე ათეულმა დემონსტრანტმა გადაკეტა სტეფანაკერტ-აზატამარტიკნერის ცენტრალური გზა და მოითხოვეს ყარაბახის ხელისუფლების გადადგომა. აქციას წინ უსწრებდა ჩხუბი ერთ-ერთ მოქალაქესა და უშიშროების სამსახურის თანამშრომელს შორის. ყარაბახის პოლიციის ცნობით, მოჩხუბრებმა ერთმანეთს სხეულის დაზიანება მიაყენეს. პოლიცია არ ასახელებს ჩხუბის გამომწვევ მიზეზს. იუწყებიან, რომ მთიან ყარაბახში ვითარება კვლავა დაძაბულია. დღეს მთიანი ყარაბახის თავდაცვის სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა სტეფანაკერტში მომხდარი ინცინდენტის გამო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG