Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე იმუშავებს


ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შესასწავლად პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას უმცირესობის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატების შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ დროებით კომისიაში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი უმცირესობა. „9 წევრი ეყოლება უმცირესობას და ეს მოხდება კვოტების გადანაწილების ხარჯზე. შესაბამისად, უმცირესობის წარმომადგენელი იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი ინფორმაციით, 17 წევრიან კომისიაში წარმოდგენილნი იქნებიან „პატრიოტთა ალიანსის“ და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებიც. კომისიაში მუშაობაზე უარი თქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დეპუტატებმა. დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმირება პარლამენტის უახლოეს სხდომაზე მოხდება.

საქართველოს პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი 31 მაისს დაუჭირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG