Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან დადუნაშვილის ოჯახი ღიად დარჩენილ კითხვებზე პასუხს ელის


მთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამამ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ უახლოეს მომავალში ყველა კითხვაზე ექნება პასუხი. ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატის, ხათუნა მაღლაკელიძის განმარტებით, პრემიერ-მინისტრმა ოჯახს უთხრა, რომ მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირება და კითხვების დასმა. „მოგეხსენებათ, ლევან დადუნაშვილის ნაწილში განაჩენი დადგენილია. მის მკვლელობაში ბრალდებული პირი მსჯავრდებულია, თუმცა ბატონი დავითის პოზიციაა, რომ ის ისევე იბრძოლებს სამართლებრივად, რომ დადგენილი იყოს მკვლელი ბოლომდე. მასაც აქვს კითხვები გამოძიებასთან, ისევე როგორც ზაზა სარალიძეს.“ -აღნიშნა ხათუნა მაღლაკელიძემ, რომლის თანახმად, შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და შსს მინისტრთან „ძალიან ინფორმატიული იყო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG