Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უშედეგოდ დასრულდა მერიაში შეხვედრა, მხარეებმა გლდანის დეპოსთან გადაინაცვლეს


უშედეგოდ დასრულდა თბილისის მერიაში გამართული შეხვედრა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს და მეტროს გაფიცულ მემანქანეებს შორის - იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამავე წყაროს ცნობით, შეხვედრის დასრულების შემდეგ მისი მონაწილეები გაემართნენ გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოლაპარაკების სხვა გაფიცულ მემანქანეებთან ერთად გაგრძელების მიზნით. მანამდე გაფიცულ მუშაკებთან შეხვედრა გამართეს პარლამენტის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა და ქალაქის საკრებულოს წევრმა, ოთარ გრიგოლიამ. მათ მეტროს მემანქანეებს შესთავაზეს შუამავლობა კომპანიასთან მოლაპარაკებისას. დღის პირველ ნახევარში კალაძემ მეტროს მემანქანეებს მოუწოდა, „ნუ დაარღვევენ კანონს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს". კახა კალაძის ეს განცხადება მოჰყვა მეტროს მემანქანეების გაფიცვას, რის გამოც თბილისის მეტრო 4 ივნისს დილიდან დაიკეტა. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ შრომის საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 7-დან 10 ლარამდე და მოთხოვნის შესრულებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG