Accessibility links

უკრაინული ენერგოკომპანიის ცნობით, დაპატიმრებულია "გაზპრომის" ჰოლანდიური აქტივები


უკრაინულმა ენერგოკომპანიამ, „ნაფტოგაზმა“ განაცხადა, რომ ნიდერლანდის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაპატიმრებულია „გაზპრომის“ აქტივები, კერძოდ, რუსული კონცერნის წილი შვიდ ჰოლანდიურ შვილობილ კომპანიაში. „ნაფტოგაზის“ განმარტებით, ნიდერლანდის სასამართლოს გადაწყვეტილება უკავშირდება სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ თებერვალში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „გაზპრომმა“ ევროპაში გაზის ტრანზიტის კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის უკრაინას უნდა გადაუხადოს 2,6 მილიარდი აშშ დოლარის კომპენსაცია. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, „გაზპრომის“ აქტივები მაისში დააპატიმრა შვეიცარიამაც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG