Accessibility links

სახალხო დამცველი მეტროს გაფიცულ მემანქანეებს უფლებების დაცვას დაპირდა


თბილისის მეტროს მემანქანეთა გაფიცვამ მგზავრების მიმოსვლა გაართულა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია შეხვდა თბილისის მეტროს გაფიცულ მემანქანეებს. ნინო ლომჯარიას შეფასებით, შრომის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ 18 მაისს მიღებული გადაწყვეტილება, გაფიცვის გაურკვეველი ვადით გადადების შესახებ, რადგან კანონმდებლობით 30 დღეა დაწესებული. ნინო ლომჯარიამ „კომიკური“ უწოდა არასამუშაო საათებში გაფიცვის უფლების ნებართვას. „ამდენად, ამ ნაწილში გიერთდებით. თუ იყო ვინმეს მიმართ მუქარა გათავისუფლების თაობაზე, ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს. თუ თქვენ ხედავთ მოლაპარაკებებში სახალხო დამცველის როლს, ჩვენ ამაშიც ჩავერთვებით“- განუცხადა ნინო ლომჯარიამ მეტროს გაფიცულ თანამშრომლებს.

მემანქანეები მოითხოვენ ხელფასის 45%-ით გაზრდას. საპასუხოდ, თბილისის მერია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური რესურსი. თბილისის მეტრო მეორე დღეა არ მუშაობს. ამის გამო, მერიის გადაწყვეტილებით, მეორე დღეა უფასოა მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG