Accessibility links

შოთა ხაბარელს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომიდან გარიცხვა ემუქრება


საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი შოთა ხაბარელისთვის აღმასკომის წევრის სტატუსის ჩამორთმევაზე იმსჯელებს. ოლიმპიური ჩემპიონი და პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ამავდროულად ძიუდოს ფედერაციის აღმასკომშიცაა, მაგრამ მას დღეს გამართული სხდომის შესახებ არც შეატყობინეს.

ფედერაციის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული შემაჯამებელი ოქმის თანახმად, სხდომის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ ხაბარელს ბოლოდროინდელი ქმედებები აღმასკომის წევრის სტატუსს არ შეეფერება და უახლოეს შეკრებაზე დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი მისი აღმასკომიდან შესაძლო გარიცხვა იქნება.


საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში ახალი პრეზიდენტის არჩევამდე მმართველობით ფუნქციებს გენერალური მდივანი გიორგი ათაბეგაშვილი შეასრულებს. ფედერაციის ეფექტიანად მუშაობას კი უზრუნველყოფს ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც 5 ივნისის აღმასკომის სხდომაზე დამტკიცდა. ათაბეგაშვილი ამ ჯგუფშიცაა, ზაქრო
კევლიშვილთან, ზაზა გულბიანთან, თენგიზ ხუბულურთან და მამუკა ნავერიანთან ერთად.
აღმასკომის სხდომა საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ მას-მედიისგან მალულად ჩაატარა. სხდომის ოქმი კი ფეისბუქით გამოაქვეყნა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG