Accessibility links

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას სრულად არ იზიარებს


ოკუპირებულ ცხინვალში 2018 წლის თებერვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, თამარ ავალიანმა მედიასაშუალებებს დაუდასტურა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიიღეს ცხედრისთვის ჩატარებული ექსპერტიზის პირველადი დასკვნა.

„ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულის სხვადასხვა მიდამოში 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. სამედიცინო ექსპერტიზა საუბრობს იმაზე, რომ ეს დაზიანებები მიყენებულია მრავალგზის, მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, რაც გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, არჩილ ტატუნაშვილი იყო ნაწამები და მისი გარდაცვალება გამოიწვია წამებამ“, - განუცხადა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ თამარ ავალიანმა. ამასთან, ოჯახის ადვოკატის შეფასებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას სრულად არ იზიარებს, რადგან ის ნაკლოვანია. თამარ ავალიანის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილს სხვა დაზიანებებიც ეტყობოდა, მაგალითად, შუბლზე სავარაუდოდ ნატყვიარი და მარცხენა საფეთქელი შეზნექილი ჰქონდა, რის შესახებაც დასკვნაში არაფერია მითითებული. „ეს უბრალოდ გარეგნული დათვალიერების სამედიცინო დასკვნაა. ჩვენ ველოდებით კომისიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც უშუალოდ დაადგენს არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ ეს დასკვნა რაც შეიძლება სწრაფად მომზადდეს, ვინაიდან ეს გვესაჭიროება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად“, - განაცხადა თამარ ავალიანმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG