Accessibility links

თბილისის მერმა მეტროს მემანქანეებს მადლობა გადაუხადა


კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეებს დაპირდა, რომ ხელფასის საკითხს აუცილებლად დაუბრუნდებიან 2019 წელს და ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათი სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს. კალაძის თქმით, 5 ივნისს, ღამით გამართულ შეხვედრაზე მეტროს მემანქანეებს მიაწოდა ზუსტი ინფორმაცია სატრანსპორტო კომპანიის და მთლიანად მუნიციპალიტეტის ფინანსური მდგომარეობის შესახებ და მათგანაც მოისმინა პრობლემები. თბილისის მერის განცხადებითვე, მისთვის მნიშვნელოვანია დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესება. კახა კალაძემ მეტროს მემანქანეებს მადლობა გადაუხადა შექმნილი მდგომარეობის გააზრებისა და კომპრომისისთვის და მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებს და საპატრულო პოლიციას, გაფიცვით გამოწვეულ რთულ ვითარებაში გაწეული სამუშაოსთვის. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თბილისის მოსახლეობასაც, რომლისგანაც კალაძის თქმით, მხარდაჭერას და თანადგომას გრძნობდა.

მეტროს მემანქანეებმა ხელფასის 45%-ით გაზრდის მოთხოვნით 3 ივნისს დაწყებული გაფიცვა 6 ივნისს შეწყვიტეს. 4 ივნისს დაკეტილმა მეტროპოლიტენმა მუშაობა 6 ივნისს, 14 საათისთვის განაახლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG