Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა დაამტკიცა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შემსწავლელი კომისია


საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილება. მას მხარი დაუჭირა 95-მა დეპუტატმა ერთის წინააღმდეგ. კომისიის ხელმძღვანელად 91 ხმით აირჩიეს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი სერგი კაპანაძე.

17-წევრიან კომისიაში საპარლამენტო უმცირესობიდან იმუშავებენ: სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.

უმრავლესობიდან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე.

ფრაქციიდან "საქართველოს პატრიოტები" კომისიის წევრია ადა მარშანია. საგამოძიებო კომისიაში იმუშავებს დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი. "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციამ საგამოძიებო კომისიაში ჩართვაზე უარი თქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG