Accessibility links

მთიან ყარაბაღში გადადგნენ დე ფაქტო მთავრობის მეთაური და ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები


მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გადამდგარი სახელმწიფო მინისტრი, არაიკ არუთიუნიანი

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გადადგნენ მთავრობის მეთაური, სახელმწიფო მინისტრი არაიკ არუთიუნიანი, ისევე როგორც ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე და როგორც პოლიციის უფროსი. ბოლო დღეებში ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტში ტარდებოდა საპროტესტო აქციები, რომლებიც მოჰყვა ინციდენტს უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით. დემონსტრანტები, რომლებთან მოლაპარაკებასაც არუთიუნიანი აწარმოებდა, მოითხოვდნენ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელთა გადადგომას. 2017 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, არაღიარებული რესპუბლიკის მმართველობა ნახევრადსაპრეზიდენტოდან საპრეზიდენტოდ გადაკეთდა და გაუქმდა პრემიერ-მინისტრის პოსტი. სახელმწიფო მინისტრს ევალება მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG