Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი: ნატოს სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი


ნატოს გენერალური მდივანი „აბსოლუტურად დარწმუნებულია“, რომ ალიანსის ივლისის სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა ბრიუსელში, სადაც ხვალ ნატოს თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომა დაიწყება. ორი დღის განმავლობაში ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები იმსჯელებენ ავღანეთის უსაფრთხოებაზე, რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე და დაძაბულობაზე ტრანსატლანტიკურ სივრცეში. ნატოს გენერალური მდივნის თანახმად, მომავალ სამიტზე ხაზი გაესმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს რეფორმების, კანონის უზენაესობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ, აღიარებული იქნება ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების წარმატებული მოდერნიზება. 6 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკური სანქციების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ „სანქციები წარმოადგენს მკაფიო გზავნილს რუსეთისათვის, რომ აუცილებლად ექნება შედეგი უკრაინის მიმართ განხორციელებულ მის ქმედებებს, ხოლო სანქციების გაუქმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი ხელს აიღებს თავის ქმედებებზე.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG