Accessibility links

საფრანგეთი გამორიცხავს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მალე გადასინჯვას


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, პარიზი წინააღმდეგია რუსეთისათვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მალე გადასინჯვისა და კვლავაც ფიქრობს, რომ სანქციების მოხსნა დამოკიდებული უნდა იყოს უკრაინაში სამშვიდობო პროცესის წინსვლაზე. ლე დრიანმა ეს პოზიცია გამოხატა 6 ივნისს - მას შემდეგ, რაც იტალიის ახალ პრემიერ-მინისტრად წარდგენილმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ აპირებს მოითხოვოს, გადასინჯულ იქნეს ევროკავშირის სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესეს 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. „როდესაც პროგრესს მივაღწევთ (უკრაინის საკითხში), შეიძლება წამოვჭრათ სანქციების საკითხი და ამას ვეტყვით იტალიელებსაც“, - აღნიშნა ლე დრიანმა რადიო „ფრანს 1“-თან ინტერვიუში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG