Accessibility links

რთე/რთ მკაცრად აკრიტიკებს აზერბაიჯანული ვებსაიტის დაბლოკვას


რთე/რთ მკაცრად აკრიტიკებს აზერბაიჯანის უზენაესი სასამართლოს ვერდიქტს, ძალაში დატოვოს მთავრობის გადაწყვეტილება რთე/რთ-ის აზერბაიჯანული ვებსაიტის დაბლოკვის შესახებ. „2014 წელს, როცა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჩვენი ბიურო დახურა კანონისა და სამართლებრივი პროცედურებისათვის გვერდის ავლით, ნათელი გახდა, რომ მიზანში ვართ ამოღებული ჩვენ და, მთლიანად, დამოუკიდებელი მედია“, აღნიშნულია რთე/რთ-ის პრეზიდენტის, ტომას კენტის 5 ივნისის განცხადებაში. რთე/რთ-ის აზერბაიჯანული საიტი 2017 წლის მარტიდან არის დაბლოკილი აზერბაიჯანში. დაბლოკვა მოითხოვა გენერალურმა პროკურატურამ, რომელიც ირწმუნება, რომ ვებსაიტი „საფრთხეს“ უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. გადაწყვეტილებას მკაცრად გმობენ უფლებადამცველები და დასავლეთის მთავრობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG