Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კომისიის წევრები ზაზა სარალიძის ინტერესების დამცველებს შეხვდნენ


ნესტან ლონდარიძე
ნესტან ლონდარიძე

ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შესასწავლად პარლამენტის მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე და წევრები, ოთარ კახიძე და ელენე ხოშტარია შეხვდნენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს, ალეკო ცქიტიშვილს და იურისტს, ნესტან ლონდარიძეს. შეხვედრა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში გაიმართა. ეს ორგანიზაცია იცავს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაზარალებული ზაზა სარალიძის ინტერესებს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, დროებითი საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლებმა ზაზა სარალიძის უფლებების დამცველებს გააცნეს კომისიის მიზნები და გეგმები. თავის მხრივ, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ გამოხატა სრული მზადყოფნა ხელი შეუწყოს საპარლამენტო გამოძიებას. ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აქტიურად ითანამშრომლებს კომისიასთან ყველა იმ საკითხზე, რომლის გამოც დაზარალებულ მხარეს შეკითხვები აქვს.

XS
SM
MD
LG