Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი უკრაინას მძიმე შედეგით დაემუქრა მსოფლიო ჩემპიონატის დროს პროვოკაციის შემთხვევაში


ზახარ პრილეპინი
ზახარ პრილეპინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის უმძიმესი შედეგები მოჰყვება რუსეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას შესაძლო პროვოკაციებს. „პირდაპირი ხაზის“ დროს პუტინს რუსმა მწერალმა, დონბასელი სეპარატისტების მხარეს მებრძოლმა ზახარ პრილეპინმა ჰკითხა, რა კომენტარს გაუკეთებს იმას, რომ უკრაინამ შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატით ისარგებლოს და აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყოს. „იმედია, ასეთ პროვოკაციამდე საქმე არ მივა, მაგრამ თუ მაინც მოხდა, ძალიან მძიმე შედეგები ექნება მთლიანად უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის“ - განაცხადა პუტინმა. მან უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა უუნარობაში, მოაგვაროს დონბასის პრობლემა. პუტინის განცხადებითვე „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ მცხოვრები ხალხის დაშინება შეუძლებელია და რუსეთი ორივე რესპუბლიკას ეხმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG