Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი ომბუდსმენი ერგნეთში ჩავიდა

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი, უჩა ნანუაშვილი ჩავიდა ერგნეთში, სადაც ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა მიმდინარეობს. ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს და მნიშვნელოვანია, რომ საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღონ უფლებადამცველებმაც. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია უფრო მეტი ინფორმაციის მიღება, თუ რა რეაგირება მოჰყვა ამ საკითხის განხილვას და ზოგადად ის, რომ მთლიანობაში წამოწეული იყოს უსაფრთხოების საკითხები. სამწუხაროდ, ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება და უსაფრთხოება კვლვა არ არის დაცული“ - განაცხადა ნანუაშვილმა. ის ერგნეთში შეხვდა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილეს კობა ცერცვაძეს, რომელმაც ერგნეთის შეხვედრის მონაწილეებს გადასცა უფლებადამცველის სურვილი შეხვედრაში მონაწილეობის შესახებ.

XS
SM
MD
LG