Accessibility links

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ქვეყნის მოსახლეობის შეკითხვებს 4 საათზე მეტი დროის განმავლობაში პასუხობდა. შეკითხვები ძირითადად შიდაპოლიტიკურ საკითხებს შეეხებოდა, მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიმართულებით. თუმცა „პირდაპირ ხაზის“ წამყვანებმა რუსეთის პრეზიდენტს პირად საკითხებზეც დაუსვეს ბლიც-შეკითხვები;

ჟურნალისტი: რას აკეთებს პრეზიდენტი, როცა არ იცის, რა უნდა გააკეთოს?

ვლადიმირ პუტინი: ვცდილობ გადაწყვეტილება ვიპოვო - „შეცდომას დიდი ფასი აქვს“.

ჟურნალისტი: დასცინის თუ არა პრეზიდენტი თავის თავს?

ვლადიმირ პუტინი: რა თქმა უნდა.

ჟურნალისტი: რომელ ხუმრობას მიიჩნევთ ბოლო დროს ყველაზე სასაცილოდ?

ვლადიმირ პუტინი: ამ ცოტა ხნის წინ ერთმა გერმანულმა გამოცემამ დაწერა, რომ ტრამპი ევროპას პუტინს უგდებს ხელებში. თუ გავიხსენებთ ბრალდებებსაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, სრული ბოდვა გამოდის.

ჟურნალისტი: რომელია რჩევა მამისგან, რომელსაც თქვენს შვილიშვილებს გადასცემდით?

ვლადიმირ პუტინი: არ მოიტყუო

ჟურნალისტი: როდის იწამეთ ღმერთის?

ვლადიმირ პუტინი: ეს ინტიმური საკითხია, ყველა ადამიანი ღმერთის რწმენით იბადება.

ჟურნალისტი - რომელი ქვეყნის პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს მიმართავთ შენობით?

ვლადიმირ პუტინი - ბევრ ჩემს კოლეგასთან მაქვს არაფორმალური, პირადი ურთიერთობები. მაგალითად, იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც სახელითა და შენობით მივმართავ, გერმანიის კანცლერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან. ზოგიერთ კოლეგას ხაზგასმულად თქვენობით მივმართავ. მაგალითად, ჩეხეთის პრეზიდენტ ზემანს, რომელიც ჩემზე უფროსია და მგონია რომ სწორად ვიქცევი. ბევრს, თითქმის ყველას სახელით მივმართავ. ეს, ჩემი აზრით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ისეთ დონეზე, რომელზეც ჩვენ გვაქვს ურთიერთობები, საჭიროა ურთიერთპატივისცემა ყველა გარემოებაში შევინარჩუნოთ.

ჟურნალისტი - ამზადებთ თუ არა მემკვიდრეს?

ვლადიმირ პუტინი - ეს ტრადიციული კითხვაა-რა თქმა უნდა ამაზე სულ ვფიქრობ. მემკვიდრეზე ამ სიტყვის კლასიკური გაგებით არა, მას რუსი ხალხი, რუსი ამომრჩეველი გამოავლენს. თუმცა ვფიქრობ იმაზე, რომ გაიზარდოს მმართველების მომავალი თაობა, რომელიც შეძლებს თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა რუსეთზე.

ჟურნალისტი - როგორ ხვდებით ვის უნდა ენდოთ და ვის არა?

ვლადიმირ პუტინი - იმ საქმეში, რომელშიც მე ვარ, სხვა კატეგორიებით მოქმედებაა საჭირო. საქმე ეხება არა ნდობას, არამედ გარანტიებს.

ჟურნალისტი - პოლიტიკურ ოლიმპზე, კონკურენტების გარეშე თავს მარტო არ გრძნობთ?

ვლადიმირპუტინი - არა, მარტო არ ვარ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთი ველზე მებრძოლი ვერ იქნება. საქმეში შედეგის მიღწევა (და ეს მარტო რუსეთს არა, ყველა ქვეყანას ეხება) შესაძლებელია მხოლოდ თანამოაზრეების ეფექტურ, ქმედით გუნდზე დაყრდნობით. მე ასეთი გუნდი მყავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG