Accessibility links

უკრაინელმა აქტივისტმა კოლჩენკომ რუსეთის ციხეში შიმშილობა შეწყვიტა


უკრაინელმა აქტივისტმა ალექსანდრე კოლჩენკომ, რომელიც რუსეთის ციხეში 10-წლიან სასჯელს იხდის ექსტრემიზმის ბრალდებით, შიმშილობა შეწყვიტა. კოლჩენკოს მხარდამჭერები მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ. აქტივისტის ადვოკატმა, ანდრეი ლეპიოხინმა 7 ივნისს „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ კოლჩენკომ თავად გადაწყვიტა 31 მაისს დაწყებული შიმშილობის შეწყვეტა. ადვოკატმა გაავრცელა მისი კლიენტის წერილი, სადაც ის საკუთარ თავს სისუსტეში ადანაშაულობს და ამბობს, რომ „სათანადოდ ვერ შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები“. ლეპიოხინის ცნობით კოლჩენკო 54 კილოგრამს იწონის. კოლჩენკო და უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი 2014 წელს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში დააკავეს და ტერორიზმში დასდეს ბრალი. ბრალდებებს ორივე უარყოფს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG