Accessibility links

"ქართული მარშის" აქტივისტთა ნაწილი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა


ლადო სადღობელაშვილი

„ქართული მარშის“ ბრალდებულთა ნაწილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი ონიანი, ხოლო მიხეილ ამისულაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი, ოლეგ დანგაძე და ბექა რევაზიშვილი გირაოთი გაათავისუფლა.

სასამართლოს სხდომათა დარბაზში, ხმაური მოჰყვა მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც კვლავ პატიმრობაში დარჩა ბრალდებული გიორგი ონიანი.

19 მარტს, „ქართული მარშის” წევრებმა ტელეკომპანია, „რუსთავი 2”-ის შენობასთან, გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებული რეპლიკა გააპროტესტეს. გაბუნიამ თქვა, რომ “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”. ამავე დღეს „რუსთავი 2“-ის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. სწორედ ამ დროს განვითარებული მოვლენების დროს დააკავეს „ქართული მარშის“ აქტივისტები.

„ქართული მარშის“ აქტივისტების სასამართლო პროცესი 19 ივნისს 12 :00 საათზე განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG