Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს ბოლო შეხვედრების მიზეზის განმარტება მოუწია


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველ სხდომაზე კომისიის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ მამუკა მდინარაძემ კომისიაში უმრავლესობით მყოფი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს მიმართა, რომ კომისიის მანდატით ჩატარებული ნებისმიერი შეხვედრის შესახებ ოქმი უნდა შედგეს. მდინარაძის განცხადებით, უნდა არსებობდეს შეხვედრების ჩანაწერები, რათა კომისია ვინმემ არ გამოიყენოს თავისი სუბიექტური მიზნებისა და პოლიტიკური ინტერესებისთვის. საპასუხოდ, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ განმარტა, რომ მის მიერ გამართული შეხვედრები უკავშირდებოდა ნდობის შესახებ გაჩენილ გარკვეულ შეკითხვებს. კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ზაზა სარალიძეს, ასევე ყველა სხვა ადამიანს ჰქონდეს ნდობა კომისიის მიმართ და შეხვედრებიც ამას ემსახურებოდა. სერგი კაპანაძე და კომისიის წევრები „ევროპული საქართველოდან“ 7 და 8 ივნისს შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, მის ადვოკატს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 8 ივნისს გამართულ პირველ სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი და მდივნად „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG