Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის მთავრობა შვიდ მეჩეთს ხურავს


მეჩეთი ვენაში
მეჩეთი ვენაში

ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე დაიხურება 7 მეჩეთი და ავსტრიის დატოვებას მოთხოვენ სავარაუდოდ, რამდენიმე ათეულ იმამს. ფედერალურმა კანცლერმა, სებასტიან კურცმა გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა საზოგადოებისა და სახელმწიფოსადმი პოზიტიური დამოკიდებულების პრინციპის დარღვევა. „ჩვენ ქვეყანაში არ არის პარალელური საზოგადოების, პოლიტიკური ისლამის და რადიკალური ტენდენციების ადგილი“ - განაცხადა სებასტიან კურცმა 8 ივნისს, ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე. ფედერალური კანცლერის განმარტებით, ავსტრიის ტერიტორიაზე 7 მეჩეთის დახურვის გადაწყვეტილების საფუძველია 2015 წელს მიღებული კანონი, რომელიც მუსლიმებს ავალდებულებს ავსტრიის საზოგადოებრივი ნორმებისა და პრინციპებისადმი ლოიალურ დამოკიდებულებას. ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ამოწმებენ 40 იმამს, რომლებმაც სავარაუდოდ, დაარღვიეს უცხოეთიდან დაფინასების აკრძალვა. ორი იმამის მიმართ უკვე მიღებულია ავსტრიიდან დეპორტაციის გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG