Accessibility links

ერთი პირი დააკავეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით


ერთი პირი დააკავეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია მერაბ მორჩაძე.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი გასული წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ ერთ არასრულწლოვანს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მეორე არასრულწლოვანს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG