Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი გამოდის მოწოდებით, რომ რუსეთი კვლავ მიიწვიონ „დიდ შვიდეულში“


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოვიდა მოწოდებით, კვლავ მიიწვიონ „დიდ შვიდეულში“ რუსეთი, რომელიც ოთხი წლის წინ გარიცხეს მაშინდელი „დიდი რვიანიდან“ ყირიმის ანქსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. ტრამპის წინადადება, რომელიც მან წამოაყენა 8 ივნისს, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე, წინააღმდეგობაში მოდის როგორც ვაშინგტონის არაერთი უახლოესი მოკავშირის, ისე მრავალი რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენის პოზიციებთან. „რატომ ვმართავთ შეხვედრას ისე, რომ შეხვედრას რუსეთი არ ესწრება? რუსეთი უნდა დააბრუნონ, რადგან რუსეთიც უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან“, - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ. ტრამპის ეს მოწოდება არის რუსეთის მიმართ მისი მორიგი შემრიგებლური განცხადება. შეერთებული შტატების გარდა, „დიდ შვიდეულში“ შედიან ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და კანადა, რომელიც 8-9 ივნისის სამიტს მასპინძლობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG