Accessibility links

აშშ-ის გენერალი: ზავის დროს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა გაძლიერდება


ავღანეთში მოქმედმა უმაღლესი რანგის ამერიკელმა გენერალმა განაცხადა, რომ გააძლიერებს სამხედრო ოპერაციებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დროებითი ზავის დროს, რომელიც ავღანეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ დროებითი ზავი გამოუცხადა რადიკალურ მოძრაობას „თალიბანს.“ გადაწყვეტილება უკავშირდება იდ ალ-ფიტრის დღესასწაულს, რომელსაც მუსლიმები აღნიშნავენ რამაზნის მარხვის დასრულების ნიშნად. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ჯიმ მატისის ცნობით, ზავი საშუალებას მისცემს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გადაისროლოს ის სამხედრო დანაყოფები, რომლებიც აქამდე თალიბანს ებრძოდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG