Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთის ლიდერი აქებს რუსეთთან ურთიერთობას და „უახლოეს მეგობარს“ უწოდებს პუტინს


ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთთან ურთიერთობა შეაქო ამ ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან პეკინში გამართული შეხვედრისას. შეხვედრაზე, რომელიც წინ უსწრებდა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტს, სი ძინპინმა „უახლოესი მეგობარი“ უწოდა რუს ლიდერს. საუბრის შემდეგ მან პუტინი დააჯილდოვა ჩინეთის ახალი, „მეგობრობის მედლით“. „პრეზიდენტი პუტინი არის ლიდერი დიადი ქვეყნისა, რომელიც გავლენით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. ის არის ჩემი საუკეთესო, უახლოესი მეგობარი“, განაცხადა სი ძინპინმა. მოგვიანებით პუტინმა აღნიშნა, რომ „ნაყოფიერი“ მოლაპარაკება ჰქონდა ჩინეთის ლიდერთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG