Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის დატბორვა იაღლუჯის ფერდობზე არსებული სანიაღვრე სისტემის პრობლემებმა გამოიწვია


2 ივნისს მოსული ძლიერი ნალექის შედეგად რუსთავის დატბორვა ქალაქის სიახლოვეს, იაღლუჯის ფერდობზე არსებული სანიაღვრე სისტემის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

„ქსელი ამოვსებულია ნიაღვართან ერთად წამოსული მიწით, დაზიანებულია მილები და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას. ეს გარემოებები გათვალისწინებული უნდა იქნეს თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის პროექტირებისას, უნდა მოხდეს მთელ პერიმეტრზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რომელიც მომავალში ქალაქს ააცილებს დატბორვას და მის გასწვრივ გამავალი ავტობანის მონაკვეთის უსაფრთხოებას“, განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ 8 ივნისს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძეც მონაწილეობდა.

ირაკლი ტაბაღუამ დასძინა, რომ ქალაქის დატბორვის კიდევ ერთი მიზეზი გახდა თბილისი-რუსთავის მაგისტრალისა და ავტობაზრობის ქვეშ გამავალი კოლექტორი, რომელიც ღია არხის საშუალებით პირდაპირ მიედინება ქალაქის მიმართულებით.
2 ივნისს მომხდარი სტიქიის კვალი დღემდე ეტყობა ქალაქის ზოგიერთ უბანს, რომელთაც მერიის შესაბამისი სამსახურები და მოხალისეები იაღლუჯის მთიდან წამოსული ნიაღვრის ნარჩენებისგან წმენდენ.
2015 წელს რუსთავში სანიაღვრე სისტემების მოსაწესრიგებლად მილიონ ლარამდე ღირებულების ოთხი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტების რეალიზების შედეგად, მოეწყო ღია სანიაღვრე არხი რუსთავსა და იაღლუჯის მთას შორის, განხორციელდა ასევე იაღლუჯის მთასთან ახლოს დასახლებული უბნების სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია. მაშინ რუსთავის თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ განხორციელებული პროექტები რუსთავს დატბორვისგან დაიცავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG