Accessibility links

აქცია წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით გაიმართა აქცია იუსტიციის სახლთან. აქცია სოციალური ქსელის, ფეისბუკის საშუალებით დაგეგმეს მოქალაქეებმა, რომლებიც გაერთიანდნენ სახელწოდების ქვეშ #მეთავისუფლებისათვის. გარდა თეა წულუკიანის გადადგომისა, აქციის ორგანიზატორებმა მოითხოვეს, რომ საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორობის კანდიდატები წარადგინოს ახალმა იუსტიციის მინისტრმა. მიზეზები კი, რის გამოც აქციის მონაწიეები თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ არაერთია. მათ შორის: იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს; იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მადლობა გადაუხადა კარგად შესრულებული საქმიანობისთვის მისი გადადგომის შემდეგ; იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეულმა ოთხიდან ვერც ერთმა მთავარმა პროკურორმა ვერ იმუშავა დამოუკიდებლად; თეა წულუკიანი არ აღიარებს და პატივს არ სცემს სასამართლო ხელისუფლებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG