Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი ემიგრანტების გზავნილების წესების შემოღებას უარყოფს


ეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი

სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ემიგრანტები და მათი ოჯახები ფულადი გზავნილების საფუძველზე იპოთეკური სესხის მიღებას ვეღარ შეძლებენ, ხოლო გზავნილით მხოლოდ 2000 ლარს მიიღებენ, საქართველოს ეროვნული ბანკი გამოეხმაურა.

განცხადებაში წერია, რომ „ფულადი გზავნილებით მიღებული შემოსავლების მქონე პირებზე სესხების გაცემას კომერციული ბანკები აქამდე არსებული პრაქტიკით და მოქმედი პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად აგრძელებენ“. ეროვნული ბანკის განცხადებით, ახალი ნორმატიული ცვლილებების მიუხედავად (რომლის თანახმად, კომერციულ ბანკებს გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული სესხების მოცულობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ის ოდენობით შეეზღუდათ), სებ-სს არავითარი დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესებია. „ფულადი გზავნილები, როგორც შემოსავლების სხვა სახეები, ითვლებოდა და ასევე ჩაითვლება დადასტურებული შემოსავლების წყაროდ“, - წერია განცხადებაში.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების პროექტის ნაწილში, სებ-ის განმარტებით, დაწყებულია მხოლოდ მსჯელობა სამუშაო ვარიანტზე, რომელიც „ჩართული მხარეების კომენტარებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, საბოლოოდ დამტკიცებამდე დაიხვეწება და დაკორექტირდება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG