Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: პუტინისა და ტრამპის შეხვედრა შესაძლოა ვენაში გაიმართოს


კრემლის განცხადებით, ვენა წარმოადგენს ერთ-ერთ ქალაქს, რომელიც განიხილება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრის შესაძლო ადგილად. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 9 ივნისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინმა და ტრამპმა თავიანთი შეხვედრის გეგმებზე ტელეფონით ისაუბრეს მარტში და განიხილეს ადგილებიც, რომლის დროსაც ავსტრიის დედაქალაქი ერთ-ერთ ვარიანტად დასახელდა. პესკოვმა, რომელიც ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ახლავს თან პუტინს, განაცხადა: "კონკრეტული შეთანხმება ან გადაწყვეტილება არ მიღებულა და ახლა არც კონკრეტული განხილვა მიმდინარეობს".

XS
SM
MD
LG