Accessibility links

პარლამენტთან დაგეგმილ აქციას "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის წევრები შეუერთდებიან


თბილისში პარლამენტის შენობასთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან სამეგრელოდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, აქტივისტები და მოქალაქეები. როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას. სამეგრელოდან დაახლოებით 2 ათასი ადამიანი აპირებს თბილიში დაგეგმილ აქციას შეუერთდეს. მათ მიზანია ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილისთის სოლიდარობის გამოცხადება.

„500-მდე პარტიის წევრია, არიან შვილმკვდარი დედები, უბრალო მოქალაქეები, რომლებმაც თავად გამოთქვეს სურვილი წამოსულიყვნენ აქციაში მონაწილეობის მისაღებად“

ანა წითლიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ცდილობდნენ, მიკროავტობუსების მძღოლების დაშინებას, რათა, მათ უარი ეთქვათ თბილისში მოქალაქეთა ტრანსპორტირებაზე.

„მძღოლებს გუშინდლიდან მოყოლებულები ეუბნებოდნენ, თუ რომ თბილისში წავიდოდნენ, პრობლემები შეექმნებოდათ. ისინი ასევე ემუქრებოდნენ პედაგოგებს, რომლებიც თბილისში მოემართებიან, თუმცა მათ გადაწყეტილება არ შეუცვლიათ“

თბილისში 16:00 პარლამენტის შენობასთან იგეგმება, 1 დეკემბერს მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG