Accessibility links

გუდაურში პარაპლანისტებს შორის მომხდარ კონფლიქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო


გუდაური

დაბა გუდაურში საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. შემთხვევა 8 ივნისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა. კონფლიქტის მეორე დღეს ქართველმა მფრინავებმა დაბა გუდაურში პარაპლანით საფრენ ტერიტორიაზე მისასვლელ გზაზე მოძრაობა შეაფერხეს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს პარაპლანისტებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს. დაპირისპირების შედეგად, ქართველმა პარაპლანით მფრინავებმა რუსეთის მოქალაქეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს. კონფლიქტის დროს დაშავებული ფეოდორ ჩელიშევი ამ დროისთვის თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. იგი აცხადებს, რომ კონფლიქტი არა პოლიტიკას, არამედ ბიზნესს უკავშირდება.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG