Accessibility links

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა


პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლა სურდა უცნობ ახალგაზრდას (სახელად - ლაშა). მას ამის საშუალება არ მისცეს. მასსა და ადგილზე მყოფებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. უცნობმა ახალგაზრდამ თავისი სათქმელი ჟურნალისტებს გაუზიარა. მას სურდა ეთქვა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი პროკურატურა და სასამართლო. ამ დროს მას აქციის ზოგიერთი მონაწილე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, რაზეც ლაშამაც უპასუხა. ვიღაცამ წყალიც შეასხა. ცოტა ხანში პოლიციელებმა ის გაარიდეს აქციის ადგილს.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG