Accessibility links

ჩინეთის პრეზიდენტი მიესალმება SCO-ში ინდოეთისა და პაკისტანის გაწევრიანებას


ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი მიესალმა პაკისტანის და ინდოეთის გაწევრიანებას პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბლოკში, რომელსაც ჩინეთი და რუსეთი ხელმძღვანელობენ და რომელიც ცნობილია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სახელით. ამ დღეებში ჩინეთის სანაპირო ქალაქ ცინდაოში ორგანიზაციის სამიტი მიმდინარეობს. სი ძინპინმმა სამიტში პაკისტანის პრეზიდენტის, მამნუნ ჰუსეინის და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მონაწილეობას უწოდა "უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის" ფაქტი. "მეტი წევრი ნიშნავს ორგანიზაციის უფრო დიდ ძალას, ისევე, როგორც მეტ ყურადღებას და მოლოდინებს რეგიონული ქვეყნების ხალხებისგან და საერთაშორისო თანამეგობრობისგან" - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა. პაკისტანი და ინდოეთი შარშან შეუერთდნენ ამ ბლოკს, რომელიც, ჩინეთისა და რუსეთის გარდა კიდევ მოიცავს ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს. ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი აქვთ ავღანეთს, ბელორუსიას, ირანს და მონღოლეთს. სამიტის სამუშაო დღე 10 ივნისია. გახსნის ცერემონიაზე სი ძინპინმა დადებითად ისაუბრა ორგანიზაციის წიაღში არსებულ "ერთიანობაზე".

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG