Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი სინგაპურში იმყოფებიან


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სინგაპურში ჩავიდა და ემზადება ისტორიული მნიშვნელობის სამიტისთვის, რომელსაც ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან გამართავს ფხენიანის ბირთვული არსენალის შესახებ. ტრამპი სინგაპურში ჩავიდა 10 ივნისს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც იქ კიმ ჩენ ინის თვითმფრინავი დაეშვა. 12 ივნისის სამიტი იქნება პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდება. სამიტზე დისკუსია კონცენტრირებული იქნება ფხენიანის ბირთვულ იარაღზე და კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების მიზანზე. სინგაპურში გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე კანადაში, კვებეკში, დიდი შვიდეულის სამიტის კულუარებში ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა ფხენიანისთვის "ერთადერთი" შანსი იქნება, თუმცა დასძინა, რომ სამიტს იმედით უყურებს. ტრამპმა თქვა, "ერთ წუთში" მეცოდინება კიმ ჩენ ინი სერიოზულად თუ უყურებს ბირთვული იარაღის დათმობის საკითხსო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG