Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე - "ახლა კონკრეტულად ვითხოვ გახარიას გადადგომას!"


„მოვუწოდებ მმართველ გუნდს, გამოვიდეს ჩვენთან, დადგეს ამ სცენაზე და ჩვენთან ერთად შეებრძოლოს უსამართლობას!“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას.

საუბრის დაწყებამდე მან შეკრებილებს სთხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ბავშვის ხსოვნის პატივსაცემად.

სამართალდამცავების მიერ ბოლო დღეებში გადადგმული ნაბიჯების შესახებ ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ამ დაკავებებით „ცდილობენ მიხეილ კალანდიას ჩვენება „გააპრავონ“ და პასუხისგებაში არ მისცენ“ დათო სარალიძის რეალური მკვლელი.

ზაზა სარალიძის თქმით, მისი შვილის მკვლელობის საქმის პროკურატურიდან ისევ შსს-სთვის დაბრუნებას ის ნდობით არ მოკიდებია და დღეს ხედავს, რომ „კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგეს“.

„ახლა კონკრეტულად ვითხოვ გახარიას გადადგომას!“, - აცხადებს ზაზა სარალიძე და აგრეთვე ითხოვს იუსტიციის მინისტრის გადადგომას: „არავითარი უფლება აღარ აქვს დანიშნოს გენპროკურორი!“, - სარალიძის თქმით, ახალი მთავარი პროკურორი უნდა შეარჩიონ არასამთვრობო ორგანიზაციებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG