Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ მაჩალიკაშვილი-„მადლობა, რომ მე და ზაზას გვერდში გვიდგახართ“


„მე და ზაზას და ჩვენნაირებს უკან დასახევი გზა არ გვაქვს და აქ ვიდგებით მანამ, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან და ციხეში არ აღმოჩნდებიან“-განაცხადა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა. „ ყველა დამნაშავე ჯგუფი უნდა დაისაჯოს, პირველ რიგში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ზემდგომები-გომელაური, გოგაშვილი, ის სპეც- რაზმელი და ყველა დანარჩენი, ვინც ზაზას ბავშვის სიკვდილს ხელს აფარებდნენ და ყველა საზიზღრობას აკეთებდნენ. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა მთელს საქართველოს, ყველას, ვინც მძიმე წუთებში დაგვიდექით მე და ზაზას გვერდით. ჩვენ ერთნი ვართ და ყოველთვის ვიქნებით ერთნი.“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომლის შეფასებითაც მისი ვაჟის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა ქისტებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოვარდნის მიზნით მოხდა. „მე და ზაზა ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი თანადგომით, ყველაფერს მივაღწევთ, რომ ყველ დანაშაულებრივი ჯგუფი დაისაჯოს. ყველამ ამოყოს ციხეში თავი. მე არავინ და არაფერი გამაჩერებს-გამაჩერებს მხოლოდ ის, თუ თემირლანივით უსაფრთხოება შუბლში ტყვიას დამაჭედებს“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციაზე. მისი განმარტებით, დღეს 10 ივნისს პანკისში ჩატარებული სპეც-ოპერაციიდან 6 თვე შესრულდა, თუმცა ხელისუფლება დღემდე უგულებელყოფს მის მოთხოვნებს-აღიაროს სახელმწიფომ შეცდომა და დასაჯოს დამნაშავეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG