Accessibility links

ვაშინგტონში ლგბტ აღლუმის ფარგლებში ქართული დროშა გამოიტანეს


Georgia -- Georgian Flag at LGBT pride, Washington, 9JUN, 2018

9 ივნისს ვაშინგტონში ლგბტ თემის მხარდასაჭერ აღლუმზე ქართველი ლგბტ აქტივისტების მხარდასაჭერად საქართველოს დროშა გამოიტანეს.

ფოტოებზე, რომელიც რადიო თავისუფლებას მსვლელობაზე მისულმა ქართველმა აქტივისტმა მიაწოდა, ჩანან ამერიკელები საქართველოს დროშით ხელში. აქტივისტის თქმით, მონაწილეების მხრიდან ეს იყო მხარდაჭერის ნიშანი, რადგან საქართველოში ლგბტ ადამიანებს ასეთი ღონისძიებების ჩატარების საშუალება არ აქვთ.

ყოველწლიური აღლუმი აშშ-ში ვაშინგტონიდან დაიწყო და ის 1 თვის განმავლობაში სხვა შტატებსაც მოიცავს. 9 ივნისს ლგბტ თემის ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა ევროპის დიდ ქალაქებშიც - რომში, ათენში, ბუქარესტში, ვარშავაში, რიგაში და სხვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG