Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს


საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ მდგარი კარვები რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე გადაიტანეს. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს აქცია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ობიექტური გამოძიებისა და დანაშაულში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით. ის ორგანიზებულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის მიერ. აქციაში სახელწოდებით „ნუ მომკლავ“ მონაწილეობენ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. აქციას უერთდებიან რეგიონებიდან ჩამოსული პარტიული აქტივისტები და მოქალაქეებიც.

XS
SM
MD
LG